იტალიის მიმართულებით ფრენების დროებით შეჩერების შედეგად, იქ დარჩენილი საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც მომდევნო 2 კვირის განმავლობაში უკან დასაბრუნებელი ბილეთები გაუუქმდათ, დღეს სპეციალური რესისით საქართველოში ჩამოიყვანენ. 200-მდე მოქალაქის ფრენას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც იტალიასთან ფრენების შეჩერების შემდეგ, საკუთარი მოქალაქეები გამოჰყავს.
“ხვალ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და იტალიაში საქართველოს საელჩოს უდიდესი მხარდაჭერით საქართველოს მოქალაქეები სპეციალური რეისით ვბრუნდებით სამშობლოში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი შესაბამის უწყებებს, რომლებმაც ვინც ამ რთულ სიტუაციაში მხარდაჭერა და ზრუნვა გამოიჩინა ჩვენ მიმართ… ჩვენ კი, რა თქმა უნდა გააზრებული გვაქვს ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ჩაფრენისთანავე დავემორჩილებით ყველა საჭირო მითითებას და ვალდებულებას…
მინდა დავამშვიდო ყველა ის აღელვებული თანამემამულე, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან აგრესიულად იყვნენ განწყობილნი იტალიიდან დაბრუნებული ქართველების მიმართ… ვბრუნდებით და ძალიან ხვდება გულს ზოგიერთისგან წამოსული წყევლა, კრულვა, ლანძღვა, გინება და ა.შ… არ ვაპირებთ სავალდებულო კარანტინისგან თავის არიდებას… მე პირადად მზად ვარ 2 კვირა ვიყო იზოლირებული და ამის შემდეგ მშვიდად დავბრუნდე ოჯახში და არ გავხდე სხვების საფრთხის წინაშე დაყენების მიზეზი … ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და მშვიდობას” – წერს იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელიც სპეციალური რესისით საქართველოში დღეს დაბრუნდება.