7 მარტს ბაქოში დაიწყო საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში იუნიორებს შორის. ეს ტურნირი პირველად ტარდება და არის მოსამზადებელი ეტაპი ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც ბაქო მიმდინარე წლის 27-31 მაისს უმასპინძლებს.
პირველი დღე იყო საკვალიფიკაციო და გამოვლინდნენ ფინალისტები, რომლებმაც დღეს იასპარეზეს.
საქართველოს წარმოადგენდა დაჩი დოლიძე (მწვრთნელი: ილია ვაშაკიძე). დაჩიმ მშვენივრად შეასრულა ვარჯიშები და ორი მედალი მოიპოვა: ვერცხლის მედალი ტაიჭზე და ბრინჯაო თავისუფალ ვარჯიშში.