ინდოეთში, გოაზე ქეთევან წამებულის ხსოვნისადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალი – Ketevan World Sacred Music Festival 2020 გაიმართება. ფესტივალს, რომელიც უკვე მეხუთედ იმართება, ძველი გოა 12-15 მარტს უმასპინძლებს.
ფესტივალის შთაგონება საქართველოს დედოფალი, წმინდა ქეთევანია, რომლის ნაშთები ძველ გოაში იპოვეს. Ketevan World Sacred Music Festival 2020 აერთიანებს სასულიერო მუსიკის ნიმუშებს სხვადასხვა ქვეყნებიდან თუ ეპოქიდან.
ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე იტალიელი, ფრანგი, ბრიტანელი, ესპანელი, გერმანელი და ინდოელი მუსიკოსები წარდგებიან.