ქართველმა მოციგურავეებმა – მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე იუნიორთა შორის, საბოლოოდ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ რევია-კაზაკოვას წყვილმა რუსეთის წარმომადგენლებს აჯობა, სპორტულ ცეკვებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული კი ამერიკულმა წყვილმა მოიპოვა. იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში სულ 20 უძლიერესი წყვილი მონაწილეობდა.
”2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რუსეთთან მაღალი კონკურენციის პირობებში იქნა მოპოვებული მთელი გუნდის გამარჯვების ტოლფასი ღირსეული შედეგია – აღნიშნა ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა”.