2020 წლის 3 მარტს ქალაქ რუსთავში ილია ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო პრემია “ივერიას” მე-6 გალა დაჯილდოება გაიმართა. ორჰან ბერიძის ნოველებმა პრიზი “ქართული დიასპორის ხმის” ნომინაციაში მოიპოვა.
ორჰან ბერიძე თურქეთში მცხოვრები მეოთხე თაობის ქართველია, რომელმაც მშობლიური ენა 45 წლის ასაკში შეისწავლა.
ქართული დიასპორის წარმომადგენლები სტამბოლში 3 ორდენით დაბრუნდნენ – სხვადასხვა ნომინაციაში პრიზები წილად ხვდათ მერი დიასამიძესა და ეშრეფ ილმაზს.