8 მარტს პრაღაში, International Human Rights Documentary Film Festival -ზე ნინო ორჯონიკიძისა და რეზო არსენიშვილის დოკუმენტურ ფილმ “გვირაბის” ჩვენება გაიმართება.
სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „გვირაბი“ მოგვითხრობს იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ბოლო 6 წლის განმავლობაში ხარაგაულის რაიონში, „მოლითის“ სარკინიგზო სადგურის გარშემო ვითარდებოდა. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის ამბიციური პროექტის დაწყებისთანავე პატარა სოფლებისა და იქაური მოსახლეობის ცხოვრების წესი თავდაყირა დგება.
ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და საქართველოსა და გერმანიის კოპროდუქციას წარმოადგენს.