წელს ფემიციდი ყოველდღიურობად იქცა: სულ რაღაც 2 თვეში 8 ქალი მოკლეს. დამნაშავეს ყველა სხვაში ხედავს. ფემიციდი სოციალურ პრობლემად იქცა და დროა, პასუხისმგებლობა თითოეულმა ჩვენგანმა იგრძნოს.
8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვის დღეს, 15:00 საათზე ქალთა მოძრაობა ფილარმონიის წინ გამართავს პერფომანს იმ გულგრილობის გასაპროტესტებლად, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში არსებობს ქალზე ძალადობის მიმართ.