მშრალი ხიდი (ყოფილი მიხეილის მცირე ხიდი), 1849-51 წლებში აგებული ხიდია, რომლის
ეს ხიდი ალექსანდრეს ბაღის მიდამოებს მადათოვის (ორბელიანების) კუნძულთან აკავშირებდა. მიხეილის დიდი ხიდით კი (ახლანდელი. ჩუღურეთის ხიდი) გზა კუკიაზე გადადიოდა. ხიდის ქვეშ მიედინებოდა მტკვრის მარჯვენა ტოტი, რომელიც XX საუკუნის 30-იან წლებში ამოაშრეს და სამანქანო გზა გაიყვანეს.
ტოტის დაშრობის გამო კუნძული გაქრა, ხიდი კი შემორჩა და მას “მშრალი ხიდი” დაერქვა.