ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ქალაქ ნიუ-იორკის ქართულ რესტორან Chama Mama-ში ქართული ღვინის დეგუსტაცია ჩატარდა.
ღონისძიებას ბიზნესსექტორისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებს საშუალება მიეცათ, არა მარტო დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, არამედ გაცნობოდნენ მის ისტორიასა და დაყენების მეთოდებსაც.