1975 წელს გადაღებული ეს ფოტოები არამარტო პეიზაჟებს, არამედ დედაქალაქის ცხოვრების ყოველდღიურ რიტმსა და თავისებურებებსაც ასახავს. ფირზე აღბეჭდილი ამ ყვითელი კადრებიდან ბევრი რამ დრომ მარტივად შეცვალა, თუმცა თბილისური კოლორიტი თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგაც ისევ ისე იგრძნობა ქალაქში.