ქ. ტაშკენტში, ეროვნული საგამოფენო კომპანიის ,,Узэкспоцентр“ – ის კომპლექსში XXI საერთაშორისო გამოფენა „მშენებლობა – UzBuild 2020” და საერთაშორისო გამოფენა ,, სამშენებლო ტექნიკა და ტექნოლოგიები – BuildTech 2020” გაიმართა.
საქართველოს მხრიდან გამოფენაში მონაწილეობა მიიღო სამშენებლო-სარემონტო მასალების კომპანიამ ,,გორგია“, რომელიც ამიერკავკასიის მასშტაბით 1700- მდე მაღაზიას ამარაგებს საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. ამჟამად, კომპანია განაგრძობს ბაზარზე გაფართოებას.