როგორც “საუთფაუერი” წერს, 16 წლის ნინი ჩილაჩავა ცნობილი რეპერის, ემინემის გამოწვევის გამარჯვებული გახდა.
საუბარი 47 წლის ამერიკელი რეპერის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცხადებულ გამოწვევაზე. ემინემს აინტერესებდა, თუ შეუძლიათ მის თაყვანისმცემლებს, ისევე სწრაფად წაიკითხონ ტექსტი, როგორც ამას თავად აკეთებს. ფანებს მისი სიმღერა “Godzilla” უნდა გაერეპათ და ჩანაწერი სოციალურ ქსელში გამოექვეყნებინათ. გამოწვევა ემინემმა „ტვიტერისა“ და ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა.
რეპერის გამოწვევაში ათასობით ფანი იყო ჩართული, თუმცა გამარჯვება 16 წლის ქართველ გოგონას ხვდა წილად.