სოფიკო ჭიაურელი ახალგაზრდობაში მოსკოვში სწავლობდა. სტიპენდიასაც იღებდა და მამამისი თბილისიდან კიდევ 200 მანეთსაც უგზავნიდა, რაც მაშინ კარგ ფულად ითვლებოდა.
ერთხელაც დაბადების დღეზე, სოფიკო ჭიაურელმა თბილისიდან 30 მანეთი და დეპეშა მიიღო: “გილოცავ, გკოცნი, გიგზავნი ტორტის ფულს”.
საქართველოში მოსკოვიდან შემდეგი სახის პასუხი ჩამოვიდა: “მამიკო, დიდი მადლობა, ტორტის ფული მივიღე, გამომიგზავნე პურის ფული”.