ტორონტოს ქართული მრევლისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მოძღვრის მამა თომა ბეკურიშვილის ძალისხმევითა და ორგანიზებით, საზეიმოდ აღინიშნა ეკლესიის დაარსების 10 წლისთავი.
მეუფე საბამ ეკლესიაში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა, რის შემდეგაც ქადაგებით მიმართა მრევლს. მან ქართული ეკლესის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა სამრევლოს აქტიურ წევრებს. სიგელები ასევე გადაეცათ საქართველოს ელჩსა და საელჩოს კონსულს ნატალია კორძაიას.
იმავე დღეს, ტორონტოსთან ახლოს, მისისაგაში, პოლონური დიასპორის კულტურის ცენტრში გაიმართა ეკლესიის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ტორონტოს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიასთან არსებულმა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლმა “ივერიონი” და ნიუ-ჯერსის გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესიასთან არსებულმა
კონცერტის შემდეგ გაიმართა ტრაპეზი, რომლის დროსაც ქართველმა ემიგრანტებმა წაიკითხეს ქართული ლექსები, ისაუბრეს თავიანთ შთაბეჭდილებებზე, გაიხსენეს საქართველო. ტორონტოს ქართული მართმადიდებელი ეკლესიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსს საბას და ტორონტოს ქართული ეკლესიის მოძღვარს მამა თომას.