ათენის ქართული ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, გაიმართა დიდი ბერძენი მწერლის ნიკოს კაზანძაკისის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო – ლექცია.
ღონისძიების მომხსენებლები გახლდნენ ქ. ათენში საქართველოს საელჩოს რეფერენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ბ-ნი ზურაბ ვაჩეიშვილი და კლასიკური ფილოლოგიის დოქტორანტი, მთარგმნელი ქ-ნი თათია მთვარელიძე; ხოლო საღამოს მოდერატორი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ბ-ნი ავთანდილ მიქაბერიძე, ათენის ქართული ინსტიტუტისა და განათლების ცენტრის “კავკასია” დამფუძნებელი.
ლექციის ბოლოს გაიმართა მხატვრული ფილმის “ბერძენი ზორბა” ჩვენება.