2020 წლის 20-23 თებერვალს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართა აღმოსავლეთ ევროპაში უმსხვილესი ტურიზმისა და ღვინის 42-ე საერთაშორისო გამოფენა, რომელზეც საქართველო პირველად იყო წარმოდგენილი.
სერბეთში საქართველოს საელჩოს ოფისისა და ქართული კომპანიების მონაწილეობით 4 დღის განმავლობაში საქართველოს შესახებ რამდენიმე აქტივობა გაიმართა, რომლებმაც როგორც დამთვალიერებლის, ისე მედიის წარმომადგენლების დიდი ინტერესი გამოიწვია.
მათ შორის, Balkanmagazin.net-ზე გამოქვეყნდა სტატია, სახელწოდებით “საქართველო სერბ ტურისტებს ეპატიჟება“. „სტუმრები კავკასიიდან – ღვინის აკვანი“ – ამ სახელწოდებით სტატია კი VINO & FINO – vinoifino.rs-მა გამოაქვეყნა.