28 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლეში ემა ლალაევა – ედიბერიძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 42 ფერწერული ნამუშევარი.
1938 წელს, მისი მეუღლე გიორგი ედიბერიძე რეპრესიის მსხვერპლი გახდა. 1945 წელს ემა ლალაევა – ედიბერიძე მხატვართა კავშირის წევრად მიიღეს, მაგრამ რეპრესირებული მეუღლის გამო მალევე გარიცხეს და აღარც აღუდგენიათ.
იგი საკუთარ ძალებს ცდიდა მხატვრობის თითქმის ყველა დარგში. ერთდროულად მუშაობდა, როგორც ფერმწერი, გრაფიკოსი, მხატვარ – დეკორატორი, მულტიპლიკატორი, კარიკატურისტი, წიგნის დიზაინერი, თეატრის მხატვარი, ტანსაცმლის დიზაინერი, ქმნიდა ექსლიბრისებს, აფორმებდა საბჭოთა ზეიმებს. შემოქმედებით ფსევდონიმად სახელი “ლალი” აირჩია და ძირითადად ასე აწერდა ხელს ნამუშევრებს. მას სიცოცხლეში პერსონალური გამოფენა არ ჰქონია, მისი პირველი გამოფენა მხოლოდ 2001 წელს მოეწყო თბილისში.
გამოფენა 12 მარტამდე გაგრძელდება.