2020 წლის 29 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში რუსთაველი კალიგრაფების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
სკოლა ,,ლაზარესა” და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2019 წლის 14 ივნისს, რუსთავში, კალიგრაფიის კონკურსის დაჯილდოვება გაიმართა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის რჩეული მე-12 კლასის მოსწავლე ქეთი პაპუნაშვილი გახდა. რუსთაველი კალიგრაფების გამოფენაც ამ ღონისძიების გაგრძელებაა.