ქართველი რეჟისორის, ქეთი მაჭავარიანის ნამუშევარი „მზიური“ დოკუმენტური ფილმების პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალზე ”Cinema Du Reel – Paris DOC”-ზე მოხვდა.
„Paris DOC”-სთვის მსოფლიოდან მხოლოდ 8 პროექტი შეარჩიეს და მათ შორისაა „მზიური”. აღსანიშნავია, რომ ამ ფესტივალში ქართული ფილმი, პირველად მონაწილეობს.
ფილმი მოგვითხრობს ქალზე, რომელიც ქალაქში სხვადასხვა ოჯახში სოციალური გამოკითხვისთვის დადის და მაყურებელს საშუალება აქვს ამ ქალთან ერთად საინტერესო ადამიანები გაიცნოს და მათი ცხოვრება ნახოს.