საქართველოს ისტორიულ მხარეში, ლორეში, რომელიც საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმმა სომხეთს გადასცა, არაერთი ქართული ძეგლია. ერთ-ერთი მათგანი ახტალის ტაძარია. სწორედ მის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას სოციალურ ქსელში გოგა ჩანადირი. გთავაზობთ ამ პოსტს უცვლელად.
‘’საქართველოს ისტორიულ მხარეში, ლორეში, რომელიც საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმმა სომხეთს გადასცა, არაერთი ქართული ძეგლია. ერთ-ერთი მათგანი ახტალის ტაძარია.
მის შიგნით არსებული ქართული საფლავები უკვე ძალიან დაზიანებულია. თუ ამას დროულად არ მიეხედა, მათი კვალი წაიშლება და ჩვენ სხვა სინამდვილის წინაშე დავდგებით.
ვფიქრობ, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს სომხეთის მთავრობას, რათა დაზიანებული ნაწილები აღდგეს და შეკეთდეს. თავად ტაძარიც არ არის კარგ მდგომარეობაში. უგუმბათოდ არის დარჩენილი.’’