საცხობების ქსელი ”ანტრე” ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს.
“ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანსიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.
“ანტრე ლონდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით წარდგება, აქცენტი ქართულ ტრადიციულ კერძებზე და ღვინოზე გაკეთდება, სადაც ცნობილ ევროპულ კერძებთან ერთად უნიკალური ქართული სუფრის ელემენტები იქნება წარმოდგენილი.