ცნობილი გერმანული რადიოების, SWR-ის და SWR2-ის ეთერი 22 თებერვალს საქართველოს დაეთმო. “გამარჯობათ” – ასე დაიწყო საუბარი გადაცემის წამყვანმა და მსმენელს პატარა კავკასიური ქვეყანა გააცნო. გადაცემის უდიდესი ნაწილი კი ქართულ ფოლკლორს მიეძღვნა. გადაცემის შემქმნელებს არც მაღალმთიანი საქართველო გამორჩენიათ, რადიომ მსმენელს თუშეთი და ადგილობრივი საკრავების ნაირსახეობა წარუდგინა.
“დიდებული მთის პანორამები, ღრმაწყლოვანი შავი ზღვა, მისტიკური მონასტრები, ცოცხალი ქალაქები, გემრიელი ღვინოები – და, რა თქმა უნდა, შესანიშნავი მუსიკა – ეს საქართველოა. რასაც ქართველები მღერიან, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თანამედროვეობის ყველა აღმოჩენა – მე არასდროს არაფერი მსმენია ამაზე უკეთესი!” – აღნიშნა გადაცემის წამყვანმა.