პირი, რომელიც ქალაქიდან აღრიცხულ უპატრონო ძაღლს აიყვანს, მას შესაბამის პირობებს შეუქმნის, და სათანადოდ მოუვლის, მერიისგან დაფინანსების სახით ერთ წელში 720 ლარს მიიღებს, რაც თვეში 60 ლარია – მერია ამ პროგრამით ქალაქში უპატრონო ძაღლების პრობლემის გადაჭრას შეეცდება.
პირველ ეტაპზე თანხა 100 ერთეულისთვისაა გათავლისწინებული. როგორც ბათუმის მერმა აღნიშნა, პროგრამა საპილოტეა და მოთხოვნის შესაბამისად, შეიძლება, ბიუჯეტი გაიზარდოს. მერის თქმით, პროგრამას ხუმრობით და არაოფიციალურად “კუპატას პროგრამას” დაარქმევენ.
“კუპატა“ ბათუმელი ძაღლია, რომელიც უკვე მსოფლიომ გაიცნო. იგი ცენტრალური პარკის წინ ბავშვებს ზებრა გადასასვლელზე გადასვლაში ეხმარებოდა.
წყარო: ბათუმელები