ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა „დიდი სლემის“ სერიის ტურნირზე გაიმარჯვა.
ქართველმა ძიუდოისტმა (81 კგ) ფინალში ოლიმპიური ჩემპიონი, რუსი ხასან ხალმურზაევი დაამარცხა, ხოლო პირველ შეხვედრაში, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონსა და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორს, იაპონელ ტაკანორი ნაგასეს სძლია.