თსუ – ს ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით დაიწყო პროექტი “თსუ პრე – აქსელერატორი”.
პროგრამის ფარგლებში გუნდები გაივლიან ინტენსიური გადამზადების კურსს, მიიღებენ ერთთვიან მენტორობას ადგილობრივი კერძო კომპანიებისა და ბრიტანელი პარტნიორი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის „Change School“- ის დამფუძნებელი Neil Marshall – გან.
პროექტის მხარდამჭერები არიან ბრიტანეთის საბჭო და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.
ღონისძიება 29 თებერვალს დასრულდება.