ქუთაისში, აია არენაზე რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბელგიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა, რომელზეც ბორჯღალოსნებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და მეტოქე ანგარიშით 78-6 დაამარცხეს.
რაგბი ევროპის შემდეგი საშინაო მატჩი 14 მარტს, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.
ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს შეერკინებიან.