უნგრელ მოყვარულ მთამსვლელთა გუნდი 2020 წელს საქართველოს უმაღლესი მწვერვალის, შხარას დაპყრობას აპირებს.
როგორც ათკაციანი გუნდის მეთაურმა, ვიქტრორ გოტსონმა უნგრეთის მთიელთა ასოციაციის პრესკონფერენციაზე აღნიშნა, “უნგრეთი მაღალი მწვერვალებით ვერ დაიკვეხნის, თუმცა ისტორიას ცნობილი უნგრელი მთამსვლელებიც ახსოვს. ასოციაციას კი სურს ეს ტრადიცია გააგრძელოს და მივიწყებული სპორტი აღადგინოს.”
“ჩვენი მიზანი არაა 7-8 ათასი მეტრის სიმაღლის მწვერვალების დალაშქვრა. ჩვენ გვინდა დავიპყროთ სირთულე და არა სიმაღლე. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ კავკასიონის 5139-მეტრიანი მწვერვალი, რომელიც საქართველოს უმაღლესი წერტილია და ჯერ არ დაპყრობლა არცერთი უნგრელი მთამსვლელის მიერ” – ამბობს მთამსვლელი რონ ურბანიკი.
ჯგუფის წევრებს ამოცანის შესასრულებლად 3 კვირა აქვთ, თუმცა, სპორტსმენები ვარაუდობენ, რომ შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში მწვერვალს 10-12 დღეში დალაშქრავენ.