„ევროპული ქალაქები და რეგიონები პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის” – რეიტინგში თბილისი ლიდერობს 

„მომავალი მთავარი ევროპული ქალაქები და რეგიონები პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის 2020-2021 წლებში“ – რეიტინგი „The Financial Times- ის“ სპეციალურმა რესურსმა, FDI Intelligence-მა გამოაქვეყნა. თბილისი ევროპის წამყვან ქალაქებს შორის პირველ ადგილზე დასახელდა.

ქალაქები ქონების რეგისტრაციის საფასურის, მოგების გადასახადის, მშენებლობის ნებართვის, სამრეწველო ხარჯებისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა .

აღნიშნული რეიტინგი 2003 წლიდან მზადდება  და ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ კვლევადაა მიჩნეული.