ჩეხური ტელეარხი ”Česká televize” ამჯერად მაყურებელს ქართული სუფრის ტრადიციაზე და თამადის ინსტიტუტზე უამბობს.
‘’საქართველოში თამადის გარეშე ზეიმი არ არსებობს. ვინ არის თამადა? – რეპორტიორმა პიოტრ ვოლდანმა ყველაფერი იცის’’- ასეთია მორიგი სერიის “დაკვირვება საქართველოდან“ მოკლე ანოტაცია.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული კულინარიის მარგალიტს – ხინკალს!