ათენის ქართულ ინსტიტუტში ბერძნული ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ათენის ქართული ინსტიტუტის დირექტორი პროფ. ავთანდილ მიქაბერიძე უძღვებოდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ელინისტი და მთარგმნელი თათია მთვარელიძე, ათენის აკადემიის 2014 წლის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი, მწერალი მარტი ლამბრუ, ცნობილი ბერძენი მსახიობი და მწერალი, დრამატული ხელოვნების პროფესორი პარის კაციველოსი, ბერძენი მწერალი და მთარგმენლი დიმიტრის ნიკუ, ლეგენდარული ბერძენი მომღერალი და მწერალი იოვანა, რომელმაც ქართული სიმღერები “თბილისო“ და „სულიკო“ შეასრულა.