ბულგარეთში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, სან-სტეფანოს გალერეაში გიორგი სისაურის ქართული ანბანის, კალიგრაფიისა და თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა.
ღონისძიებას მთავრობის, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებს შორის იყო ბულგარეთის ვიცე-პრეზიდენტი, ილიანა იოტოვა, რომელსაც ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული საჩუქარი გადაეცა – გამოსახულება, რომელზეც ვიცე-პრეზიდენტის სახელი ქართული ასოებით იყო დაწერილი.
გიორგი სისაურის ნამუშევრების ნახვა 6 მარტამდე სან სტეფანოს გალერეაში იქნება შესაძლებელი.