თბილისში პირველი არქიტექტორული კვირეული გაიმართება 

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, მარიამ ბოჭორიშვილის ორგანიზებით  თბილისში პირველი არქიტექტურული კვირეული 26-დან 29 თებერვლამდე გაიმართება.

პროექტი უცხოელი სპეციალისტების საქართველოში ჩამოყვანასა და სტუდენტებისთვის სხვადასხვა აქტივობების ჩატარებას ითვალისწინებს.

ასევე, გაიმართება სემინარები და სამუშაო შეხვედრები, სადაც ქართველ სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, გაიზიარონ უცხოელი სპეციალისტების გამოცდილება.

2020 წლის Tbilisi Arch Week-ის მთავარი მოწვეული სტუმრები იქნებიან მსოფლიო ათეულში შესული უნივერსიტეტის, Politecnico di Milano-ის პროფესორები, რომლებიც ქართველ სტუდენტებთან და არქიტექტორებთან ერთად, სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს გამართავენ.

კვირეული თბილისის მერიის ხელშეწყობითა და ევროკავშირის პროგრამა ,,Erasmus+” – მხარდაჭერით ტარდება.