საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 1990 წლის თებერვალში დაარსდა და შემდეგ ‘’უეფას’’ რიგებს შეუერთდა. 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფედერაციამ ”უეფას” პრეზიდენტისგან წერილი მიიღო.
მსურს წარმატება ვუსურვო ‘’სფფ’’- ს და მადლობა გადავუხადო თითოეულ მის თანამშრომელს მათი მუდმივი თავდადებისა და ძალისხმევისთვის, რომელიც თქვენს რეგიონში ფეხბურთის განვითარებასა და შემდეგი თაობებისთვის ფეხბურთის მომავლის უზრუნველყოფისკენ არის მიმართული’’ – წერს ‘’უეფას’’ პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი.