ნინა თიბილაშვილი ეტლით ფარიკაობაში უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ნინა თიბილაშვილმა მერვედფინალში ტაილანდელ მეტოქეს ანგარიშით 15:7 სძლია. მეოთხედფინალში, ამავე ანგარიშით მოუგო უნგრელ ამარელა ვერსს. ნახევარფინალში პოლონელ კინგა დროზს დაუპირისპირდა, ანგარიშით 3:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშება ტოკიოს 2020 წლის პარაოლიმპიური თამაშების წინასალიცენზიო ტურნირია.