ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, სოფიაში, Seewines გალერეაში, ქართული ღვინის დეგუსტაციის დღე გაიმართა, რომელსაც ცნობილი მეღვინეები და აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“მდიდარი ისტორია, ავთენტური ღვინოები, შესანიშნავი სტუმართმოყვარეობა და მომხიბლავი ბუნება” – ასე აღწერეს საქართველო დეგუსტაციის სტუმრებმა.