საქართველოდან ჩამოსულმა სტარტაპებმა თავის კომპანიების და პროდუქციის პრეზენტაცია გააკეთეს დაინტერესებული ინვესტორების წინაშე ერთ – ერთ ყველაზე დიდ ‘’Startup Grind Global’’ ფორუმზე, რომელიც სან – ფრანცისკოში 11-12 თებერვალს გაიმართა. ათზე მეტი ქართული კომპანიის მონაწილეობა აღნიშნულ ფორუმზე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ უზრუნველყო.
‘’Startup Grind’’-ის თანამეგობრობა აკავშირებს 1,500,000 მეწარმეს 500-ზე მეტი ორგანიზაციიდან, რომელიც კარგი რესურსია პოტენციურ ინვესტორებთან კავშირების დასამყარებლად და ახალი ინვესტიციების მოსაზიდად.