ვისაც ჯერ არ გინახავთ, იჩქარეთ: გამოფენა “მარადიული რომი – რომაული ქანდაკების შედევრები”, რომელიც წარმოდგენილია დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, ღიაა 29 თებერვლამდე.
გამოფენა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამის ALL’italiana-ს ფარგლებში იმართება და მის ორგაზნიზატორია იტალიის საელჩო და “დინო და ერნესტა სანტარელის ფონდი”.