საქართველოს პარა წოლჭიმის ნაკრებმა ნიგერიის დედაქალაქ აბუჯაში გამართულ მსოფლიო თასზე, რომელიც ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირია, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ვერცხლის მედლებს აკაკი ჯინჭარაძე (-107 კგ) და იაგო გორგოძე (+107 კგ) დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები აჰმად რაზმ აზარი (-88 კგ) და გიორგი ლაცაბიძე (+107 კგ) გახდნენ.