12 თებერვალს, პაატა ბურჭულაძის სალონი მიხეილ რამიშვილის სალონურ საღამოს უმასპინძლებს, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ მხარდასაჭერად გაიმართება.
შესრულდება ოთარ და მიხეილ რამიშვილების ცნობილი და უცნობი სიმღერები.
ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აღიარებული ჩელისტი ლიზი რამიშვილი და პიანისტი თამარ არჩვაძე.