12 თებერვალს, 17.00 საათზე, ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის და რადიო თავისუფლება აცხადებენ ერთობლივ კონკურსს 3 წუთიან ფილმებზე, რომლის თემაცაა სექსუალური შევიწროება და გიწვევენ საინფორმაციო შეხვედრაზე.
– როგორ მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში?
– რა კრიტერიუმები იქნება გათვალისწინებული შეფასებისას?
– როგორ გაიგებთ რომელი ფილმები გადავა მეორე ეტაპზე?
– როგორ გამოაგზავნოთ ფილმი?
– როგორ დარეგისტრირდეთ?
– როდის არის ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადა?
– რამდენია საპრიზო ფონდი?
– ვინ შეარჩევს და შეაფასებს ფილმებს?
ამ და სხვა შეკითხვებს უპასუხებენ შესარჩევი კომისიის წევრები და ორგანიზატორები.