7 – 9 თებერვალს ტალინში რიგით 29- ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „TOUREST 2020“ გაიმართა,
გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო საქართველოს ელჩი ესტონეთში, არჩილ ყარაულაშვილი.
„ტურესტი“ წარმოადგენს ბალტიის ქვეყნებში ყველაზე ძველ და მასშტაბურ გამოფენას, რომელსაც ორგანიზებას უწევს ესტონეთის „მოგზაურობისა და ტურიზმის ასოციაცია“
წლევანდელ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 500-მდე კომპანიამ მსოფლიოს 32 ქვეყნიდან.