საქართველოს საელჩოს ხელშეწყობითა და ანკარის პოლიფონიური გუნდის – „Anchorus“ ორგანიზებით, ანკარის ნაზიმ ჰიქმეთის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ჩატარდა სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლის მრავალხმიანი კამერული გუნდის (ხელმძღვანელი: იბერია ოზქან მელაშვილი) კონცერტი. გუნდის წევრების მიერ შესრულდა ხალხური სიმღერები ქართულ, აფხაზურ, მეგრულ, ჩერქეზულ, ჩეჩნურ და თურქულ ენებზე.
9 თებერვალს, საქართველოს საელჩომ უმასპინძლა გუნდის ხელმძღვანელსა და წევრებს, სადაც ასევე შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები. გუნდი დაკომპლექტებულია ეთნიკურად ქართველი და თურქი ახალგაზრდებით.