2022 წელს საქართველო ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობის მასპინძელი იქნება 

მსოფლიო მასშტაბით უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე  ITB Berlin, საქართველო 2022 წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით.

„ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, რადგან პირველად მოხდება საქართველოს წარდგენა ასეთ მასშტაბურ გამოფენაზე, როგორც მასპინძელი ქვეყანა,  ეს ხელს შეუწყობს ცნობადობის გაზრდას მსოფლიო მასშტაბით და მოიზიდავს მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებს საქართველოში,“ -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა

ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენა-ბაზრობაზე ITB Berlin ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნიდან 10 ათასი კომპანია არის წარმოდგენილი. გამოფენას დაახლოებით 170 ათასი სტუმარი ჰყავს. გამოფენაზე საქართველო ყოველწლიურად მონაწილეობს.