მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურ საკონსულოში ფოტოგამოფენა ,,Georgian Stories“ გაიხსნა,
ღონისძიებას კიოლნიდან ჩამოსული სტუდენტები, დიასპორული გაერთიანების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ფოტოკონკურსი კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტური გაერთიანების ,,აისი”-ს ორგანიზებით ჩატარდა და გამარჯვებული ფოტოები იანვარში კიოლნის უნივერსიტეტში, ქართული კულტურის კვირეულის ფარგლებში გამოიფინა.