ხელოვნების სახლში ‘’Kunsthaus Blue Face’’ მნიშვნელოვანი და საინტერესო საღამო გაიმართა. დაარსდა და საზეიმოდ გაიხსნა ქართული ლიტერატურის სტენდი.
საღამოს უძღვებოდა გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი მანანა თანდაშვილი.
საღამოზე ითქვა, რომ მალე დაიწყება ქართველ მწერლებთან სალონური, ლიტერატურული შეხვედრები, როგორც ქართველი ასევე გერმანელი საზოგადოებისათვის, რაც ხელს შეუწყობს ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას გერმანიაში.