„ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები 2020“-ის (EBD) კონკურსში თბილისი მესამე ადგილზე გავიდა.
რეიტინგში პირველ ადგილს საფრანგეთის ქალაქი კოლმარი, ხოლო მეორე ადგილს საბერძნეთის დედაქალაქი ათენი იკავებს.
”The “wow” ეფექტი გარანტირებულია” – ასე ახასიათებს თბილისს ვებპორტალი „ევროპის საუკეთესო ადგილები“, რომელიც უკვე 11 წელია გამოკითხვას ატარებს. წელს გამოკითხვაში 600 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.