აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა და მალე დამატებით ფუნქციას შეიძენს, მასში განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა. კეთილმოეწყობა ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორია.
აბასთუმანში ობსერვატორია 1932 წელს აკადემიკოსმა, ევგენი ხარაძემ დააარსა და ის პირველი სამთო ასტროფიზიკური დაწესებულებაა საქართველოში.
ობსერვატორიას წელიწადში, დაახლოებით, 10 ათასი ტურისტი სტუმრობს.