კატარში საქართველოს საელჩოსა და დოჰას ალ ვაკრას ბაზრობის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით დოჰას ისტორიულ ძველ ქალაქში მიმდინარე თაფლის საერთაშორისო გამოფენა/ბაზრობაში Souq Waqif Honey Market ქართული თაფლის მწარმოებელი კომპანია, ”რუხი2″ მონაწილეობს.
აღსანიშნავია, რომ ქართული თაფლისმწარმოებელი კომპანია აღნიშნულ გამოფენაზე წელს პირველად არის წარმოდგენილი.
გამოფენა კატარში 8 თებერვლამდე გაგრძელდება.