ქართველმა მომღერლებმა წარმატებით გადალახეს თურქული “ვოისის” მესამე ტური და შოუს მორიგ ეტაპზე გადავიდნენ.
“ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის და იმედი მაქვს თურქი ხალხი დამეხმარება ამ ყველაფერში და, რა თქმა უნდა, ჩემი ემიგრანტების, ჩემი საყვარელი ემიგრანტების იმედი მაქვს, ისინი სულ მამხნევებენ,’’- ამბობს თათია კობალაძე “ქართულ კვირასთან” საუბარში.
ქართველმა მომღერლებმა “ვოისის” შესარჩევ ეტაპზე ოთხივე მენტორის შემოტრიალება მოახერხეს. ‘’9 წელია ამ პროექტში ვარ და ასეთი ხმა არ მომისმენია“ – ასე შეაფასა მაშინ ჟიურის ერთმა წევრმა სოფიოს გამოსვლა