საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთუბანში ისტორიული აბანოს წინასარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
საერთო ხედების, ფასადების, ინტერიერისა და არქიტექტურულ-მხატვრული თვალსაზრისით ღირებული ელემენტების ფოტოფიქსაციის
ორთუბანის აბანოს ტურისტული პოტენციალის
ორთუბანის აბანოები ძველი ნაქალაქარის კომპლექსის შემადგენელია. სანახევროდ მიწაში ჩამჯდარი ნაგებობა ორი მთავარი სივრცისაგან – გასახდელისა და საბანაოსაგან შედგება. სფერული კამარით გადახურულ შენობას გააჩნია კედლებზე დატანილი დეკორატიული თაღები, ჩრდილოეთის კედელზე ჩაშენებული დიდი ბუხარი, ცენტრალური აუზი შადრევნით, რამდენიმე დამხმარე სათავსო, მკლავებში მოწყობილი აუზები და ცხელი და ცივი წყლის კერამიკული საკომუნიკაციო გაყვანილობა.